"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს ბათუმსა და რუსთავში საპროტესტო აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღებული და ქვეყნის ექს–პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული.
მისივე თქმით, ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულად.
"ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულებად და პირიქით, ამიტომ ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი, ამიტომაც, საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს, ეს იწყება დღეს, ბათუმში. ველოდებით ბათუმელებს, 17:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამავე დროს, რუსთავის ციხესთან ველოდებით 18:00 საათზე მოსახლეობას, ადამიანებს, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი კლანჭები ჰქვია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, პრეზიდენტი არ იყოს ცოცხალი", – განაცხადა ნიკა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press