ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტია, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს.
წერილი ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
როგორც სააკაშვილი წერს, "ქართულმა ოცნებამ" "ნაცმოძრაობის" გამარჯვება გააბათილა, მერე კი მოუწოდა მოსახლობას გარეთ გამოსვლას აზრი არ აქვსო, რადგან მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მათი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის ეშინია.
"ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა ერთადერთი, ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტოტორი განსაკუთრების სუსტია, იმიტომ, რომ ძირითაფი ფული დასვლეთის ბანკებში აქვს და დასავლეთმა აბსოლიუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევბი და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აქ კი თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო, ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა, ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძნედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგინული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერების.
და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია", - წერია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის 33-ე დღეა შიმშილობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press