Foto

1–ელი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება

2021 წლის პირველი დეკემბრიდან რეგიონებში ბუნებრივი გაზის საფასური იზრდება, კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და "თელავი გაზის" საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 ლარით, დღგ–ს ჩათვლით.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. 

მათივე ცნობით, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის.

„ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, - აღნიშნულია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში

ცნო­ბი­სათ­ვის, „ინ­ტერ გაზი“ ბუ­ნებ­რივ აირს აწ­ვდის ახალ­ცი­ხის და ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნებს, "თე­ლა­ვი გაზი" - თე­ლავს და „სო­კარ ჯორ­ჯია გაზი“ და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს, თბი­ლი­სის გარ­და. „სო­კარ ჯორ­ჯია გა­ზის“ („თე­ლავ გა­ზის“) დღეს მოქ­მე­დი არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი 0.95 ლა­რია 1მ3-ზე, „ინ­ტერ გა­ზის“ შემ­თხვე­ვა­ში კი 1.09 ლარი.