უკრაინის სახალხო დამცველი ლიუდმილა დენისოვა, რომელიც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში ჩამოვიდა, სოციალურ ქსლეში განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოს ელჩთან შეხვედრა გამართა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ.
"შეშფოთება გამოვთქვი 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩოში შემოსული საჩივრების, მათ შორის ქართველი მესაზღვრეები მიერ უკრაინელი მოქალაქეების საზღვარზე არ შეშვების, ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის და უკრაინაში იძულებით დაბრუნების ფაქტებზეც. 26 ოქტომბერს მსგავს ვითარებაში მეც აღმოვჩნი. უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ვიზიტის დროს ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში 40-წუთიანი დაგვიანებით შემიშვეს. რატომ არ გაითვალისწინა ქართულმა მხარემ ჩემი დიპლომატიური პასპორტი - საქართველოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ახსნა-განმარტება ვერ მივიღე.
აღსანიშნავია, რომ ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში, ჟურნალისტები დიმიტრი გორდონი და ოეცია ბაცმანიც.
შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ, რომელიც 32 დღეა შიმშილობს, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდე, რომ მისი სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთონ და შესაბამისი სამედიცინო დამხარება გაუწიონ", - წერს დენისოვა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press