Foto

ნიკა მელია - ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ, ვიწყებთ პროტესტს

რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, პროტესტი დღეს ბათუმში დაიწყება და პარალელურად ყოველდღე გაიმართება რუსთავის ციხესთან, სანამ არ დაიხსნიან ექსპრეზიდენტმ სააკაშვილს.

"ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს. დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი! დიახაც, საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ეს დღეს იწყება ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე რუსთავის ციხესთან, 18:00 საათზე ველოდებით მოსახლეობას, ვისაც ანაღვლებს სააკაშვილის ბედი, ვისაც ანაღვლებს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა. მინდა ეს ავლგამოთ. რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია და გადაწყვეტილი აქვს პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ცოცხალი“,- ამბობს მელია.