ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები გააკრიტიკა.
ბაიდენის განცხადებით, გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლა მათი მხრიდან დიდი შეცდომა იყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რამაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, არის კლიმატი. ყველგან - ისლანდიიდან ავსტრალიამდე - ეს გიგანტური საკითხია და ისინი გვერდზე გადგნენ. როგორ აკეთებთ ამას და თან ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ლიდერობის მანტია გქონდეთ?"- განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, ბაიდენის თქმით რუსეთს კლიმატთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.
„იგივე ითქმის პუტინსა და რუსეთზე. მისი ტუნდრა იწვის. მას კლიმატთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს,“- აღნიშნა ბაიდენმა.
გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა კი მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press