პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის დემოკრატია, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი, იან კელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას.
იან კელი სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ–ის საელჩოს განცხადებას ციტირებს, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნაზე განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ–ის საელჩო წერს, რომ დასანანია, სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო წევრების არჩევნა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. აშშ–ის საელჩო მიიჩნევს, რომ ნდობა დამოუკიდებელი და პროფესიონალი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ხალხს ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილური ზრდისა და ქართულ–უცხოური ბიზნესინიციატივების მოსაზიდად.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press