ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა Pfizer-ის ვაქცინის 5–11 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება იძლევა საშუალებას,რ ომ მომდევნო კვირიდან 5–11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.
"ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს ბავშვების ვაქცინაცია და ამ გადაწყვეტილებით გავეცით რეკომენდაცია, რომ დაახლოებით 28 მილიონმა ბავშვმა მიიღოს ვაქცინა", – განაცხადა აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილია ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რაც კორონავირუსის ე.წ დელტა შტამით არის განპირობებული.
”პედიატრიულ ვაქცინაციას აქვს ძალა, დაგვეხმაროს ამ ყველაფრის შეცვლაში", – აღნიშნა ვალენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press