საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების მე–12 დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან.
როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
რაც შეეხება სასამართლო სხდომებს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები დარღვევულია და მისივე თქმით, თუ შეეცდებიან, სხდომა დისტანციურად ჩაატარონ, დაცვის მხარე ამაზე უარს იტყვის.
"დღეს 34-ე დღეა ის შიმშილობს და ლოგიკურიცაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება, მისმა პირადმა ექიმმა, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები.
34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებია, ანუ რეალურად მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, პროგნოზირება ცოტა რთულია დღევანდელი ხელისუფლების და მართლმსაჯულების, უბრალოდ თუ შეეცდებიან დისტანციურად ჩაატარონ მისი სხდომა, რა თქმა უნდა, ჩვენ უარს განვაცხადებთ", – განაცხადა ადვოკატმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press