ბრაზილის სენატის საგამოძიებო კომიტეტი პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთვის კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისას ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალის წაყენებას ითხოვს.
გავრცელებული ანაგრიშის მიხედვით, სენტატი ბოლსონაროსთვის ბრალის წაყენებას მკვლელობისა და გენოციდისთვის ითხოვდა. თუმცა სენატორებმა გადაწყვიტეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ამ ბრალდებებზე უარი ეთქვათ.
"ბოლსონარომ უარი თქვა შესაძლებლობებზე, ბრაზილიას ადრეულ ეტაპზე მიეღო კორონავირუსის ვაქცინის დოზები, რამაც ბრაზილიის ვაქცინაციის პროგრამა შეანელა, რისი შედეგიც დაახლოებით 95 000 ადამიანის სიკვდილი იყო." - წერია სენატის ანგარიშში.
ამასთან, ანაგრიშის თანახმად, ბოლსონაროს გარდა დანაშაული 77 პირმა და ორმა კომპანიამ ჩაიდინა.
სენატორმა რენან კალჰეიროსი ამბობს რომ, ბოლსონარო ისტორიაში შევა, როგორც არაადამიანობის ყველაზე დაბალი დონე. ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს შემდეგ ბრაზილიაში ა Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიასთან არაეფექტიანი გამკლავებისთვის პრეზიდენტ ბოლსონაროს აქტიურად აკრიტიკებდნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press