ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკორდინაციო საბჭოზე მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ე.წ ბუსტერ დოზის მიღება, ექიმთან შეთანხმებით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დასაშვები გახდეს.
გაბუნიას თქმით, მწეველების შემთხვევაში ბუსტერ დოზის ეფექტურობა ძალიან მაღალია და რთულია ასაკობრივად მწეველის არამწეველისგან გამიჯვნა.
"ბუსტერთან დაკავშირებით ახლა რა რეგულაციაც არსებობს, არის ის, რომ 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე. აცრა შეუძლიათ იმ ვაქცინით, რომლითაც ჩაიტარეს პირველი ორი აცრა ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად მესამე ბუსტერ დოზა გაიკეთონ ფაიზერით. ამ კვირაში კიდე მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ არის მიზანშეწონილი მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი, რადგან მაგალითად მწეველების შემთხვევაში ბუსტერ დოზის ეფექტურობა ძალიან მაღალია და ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან. ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ, რომ პირს თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება, მან უნდა ჩაიტაროს ბუსტერ დოზა და ექიმთან შეთანხმებით, ნებისმიერი ასაკის პირმა თავად შეძლოს ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა გაბუნიამ.
ბუსტერის მიღება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსი 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 818 კი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press