ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „კოვაქსინის“ გადაუდებელი მიზნით გამოყენებას მხარი დაუჭირა.
"ტექნიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა დაადგინა, რომ „კოვაქსინის“ ვაქცინა კოვიდ 19-სგან დაცვის კუთხით ჯანმო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს", - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა, „კოვაქსინის“ გამოყენება 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.
„კოვაქსინი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press