დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან, მარტიდან, სექტემბრის ბოლომდე, კორონავირუსის დიაგნოზით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან კი აუცრელი იყო – 98.9%. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"15 მარტიდან, ანუ, რაც ქვეყანაში დაიწყო აცრები, 30 სექტემბრის პერიოდში, სამწუხაროდ, კოვიდით 5 469 ადამიანი. ამ შემთხვევაში, არავაქცინირებული იყო – 98.9%. 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციით განპირობებული სიკვდილიანობისგან დაცვა არის 99.37%, ხოლო 60 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს დაცვა გახლავთ 97.8%. ესაა საერთო ციფრები იმ 4 ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში ადმინისტრირდებოდა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კორონავირუსის 49 619 აქტიური შემთხვევაა.
დღიური დადებითობა 10.71%-ია, ბოლო 7 დღის - 9.77%, ბოლო 14 დღის კი - 9.34%.
4 ნოემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 738 171 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 10 238 ადამიანი გარდაიცვალა, 678 288 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვა...
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემ...
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმურ...
გორში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევის ადგ...
ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გას...
Mana press