მინდა ვთქვა „ქართული ოცნების“ გასაგებად, არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდრმა, ელენე ხოშტარიამ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც მან გუშინ შიმშილობა გამოაცხადა. ხოშტარიას თქმით, ის გააგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარანტიები.
„აბსოლუტურად მშვიდად ვაგრძელებ პროტესტს. ერთი რამ მინდა, ვთქვა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გასაგებად, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას. არა იმიტომ, რომ ეს არ მიქნია არასდროს, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის მნიშვნელოვანი და არავის ვეჯინები.
კონტაქტი არავის ჰქონია უმრავლესობიდან, ოპოზიციური პარტიები ყველანი კონტაქტზე არიან. დღეს შემეხმიანა ამერიკის საელჩო, გავაცანი ჩემი მოთხოვნები. ხან „ლელოში“ ვიქნები, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში. შეთავაზებები ბევრი ფრაქციიდან მაქვს, მაგრამ პარლამენტიდან ფეხს არ გავადგამ. მოვისმინე, რომ რამდენიმე ადამიანი გეგმავს, შემომიერთდეს, ერთია ირაკლი გოგუაძე, რომელმაც დაწერა. არავითარი სურვილი და მოლოდინი არ მაქვს, სხვებმაც მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის არასასურველი ფორმა, მათ შორის ჩემთვისაც. არ არის სასურველი, ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press