მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში.
"პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია. გუშინ ვნახეთ, რომ 2 ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა — პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს უკვე პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საჩქაროდ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში, სამოქალაქო კლინიკაში", — ამბობს ბასილაია.
ადვოკატის თქმით, პულსისა და წნევის კონტროლი უფრო და უფრო რთულდება.
"ცილების მაჩვენებელი არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, D-დიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი უკვე დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებული ასევე კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს", — თქვა ადვოკატმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press