მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს.
სააკაშვილის თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ მას ეს რეჟიმი გაანთავისუფლებს, რადგან პუტინის პირადი პატიმარია.
„მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობის და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა „ოცნება“ და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და „ძველი ბიჭებით“ თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მოქმედებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა „რევოლუციაზე“ აკანკალებს, სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ.
მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში. მივესალმები „გირჩელი“ იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზო ჩირგაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს, ვისაც აიძულეს ქართველების ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ ჩირგაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა. ახლა აღარ არის არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო. დროა ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არცერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია.
რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შემიკერა, ახლა შემიწყალებს, ნურავის გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი. ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს და გამათავისუფლებს მეც.
მე არ მსურს არცერთი თანამდებობა. მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press