190-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ გლაზგოში მიმდინარე კლიმატის სამიტზე პირობა დადო, რომ ქვანახშირის გამოყენებას შეწყვეტს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განაცხადეს.
გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-კონფერენეციაზე შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2030 წლისთვის წარმოებაში ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ხოლო შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2040 წლისთვის.
შეთანხმებას ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ქვანახშირის ისეთმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი. ხოლო ქვანახშირის წარმოებითა და მოხმარებით ყველაზე მსხვილმა ქვეყნებმა - ავსტრალიამ, აშშ-მა, ინდოეთმა და ჩინეთმა მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა განაცხადეს.
ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, დაასრულონ ქვანახშირის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებაში ინვესტიციის განხორციელება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაერო-ს დასკვნებით, ქვანახშირის ენერგიის გამოყენება კლიმატური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია და წარმოებიდან მისი ამოღება და შედარებით სუფთა ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა უმნიშვნელოვანესი იქნება გლობალური დათბობის შესაჩერებლად.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press