ეს დაავადება ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნები, სადაც დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, თუმცა ადამიანები აღარ კვდებიან
„სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება, ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება. თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნები, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. ეს დიდი განსხვავებაა“,- ამბობს იმნაძე.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press