"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების თაობაზე წერილობითი განცხადებით პარლამენტს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ხაზარაძის მიმართვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია. საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტის წინ ოპოზიციის შეკრებაზე გაანაცხადა.
"ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება - ეს არის მანდატი და მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად, ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა "თავისუფალი საქართველოსთვის", ჩვენი შვილებისთვის, ასეა და ასე იქნება მუდამ. ბრძოლა იქნება ბოლომდე“,- თქვა ხაზარაძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press