არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა, - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპის მომატებისთვის საპატრიარქოს მოწოდებაა საჭირო.
მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება, როდესაც ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა ტუბერკულიოზის მართვის პროგრამაში.
"ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან [ვაქცინაციასთან] მიმართებაში და არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად ტუბერკულიოზის მართვის პროგრამაში, როცა იმ პირებს, ვისაც მხარდაჭერა, მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდათ, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლოთ. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის ფორმატის გაფართოებაში." - ამბობს თამარ გაბუნია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press