Foto

უნდა გადავცე პატრიარქის თხოვნა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა - მიხეილ სააკაშვილთან დეკანოზ მიქაელი მივიდა

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. 

მისი თქმით, თან აქვს პატრიარქის გამოგზავნილი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა სააკაშვილს შემშილის შეწყვეტას სთხოვს. 

"კიდევ ერთხელ მოვედი მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით, ისევ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი, რომლის შინაარსიც შეეხება ისევე მის პრინციპულს პოზიციას. თხოვნა უწმინდესობის რომ შეწვიტოს შიმშილობა.  - განაცხადა პატრიარქის მდივანმა. 

შეგახსენებთ, პატრიარქის მდივანი ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად 7 ოქტომბერსაც მივიდა და მოუწოდა, შიმშილობა შეეწყვიტა - თუმცა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა.   

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის 40 დღეა შიმშილობს.