Foto

ნინო წილოსანი ხოშტარიაზე - თუ შიმშილობით ცდილობს სახელმწიფო დააშანტაჟოს, ვერ მოვუწონებ

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი,  პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაწყებულ შიმშილობის ფაქტს ეხმაურება. 

წილოსანის თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, რას ცდილობს ამით, მისთვის უცნობია. 

"ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღო. რას აკეთებს ამითი, თუ ის აშანტაჟებს საზოგადოებას და სახელმწიფოს, ნამდვილად ვერ მოვუწონებ ამას. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის."

ცნობისთვის, პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა გუშინ დაიწყო. ამის შესახებ მან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.