Foto

საფრანგეთის პრეზიდენტმა „საპატიო ლეგიონის“ ორდენით ანგელა მერკელი დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს  საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, „საპატიო ლეგიონის“ ორდენი გადასცა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის და ტურბულენტობის მიუხედავად, მერკელმა ყველაფერი გააკეთა, რათა ევროპული ერთიანობა შეენარჩუნებინა.

„საპატიო ლეგიონის“ ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარდემ დააწესა. 

ანგელა მერკელი რამდენიმე დღეში გერმანიის კანცლერი აღარ იქნება. გერმანიაში არჩევნები სექტემბრის ბოლოს გაიმართა, სადაც საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.