საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები მივიდნენ.
როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატები აცხადებენ, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დღითიდღე უარესდება. შევდივართ კრიტიკულ ფაზაში, ამაზე მედიკოსები საკმაოდ კომპეტენტურად საუბრობენ და ჩვენ როდესაც ვხვდებით, ეს არის აღქმადი არაპროფესიონალების თვალითაც. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღარიბაშვილის და რატი ბრეგაძის განცხადებები იყო ბლეფი. როდესაც ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანდნენ გლდანში, არათუ მზად არ იყო, აღჭურვილობაც არ გააჩნდა და სამედიცინო პერსონალიც არ ჰყავდა დაწესებულებას ისეთი პაციენტის მისაღებად, როგორიც მიხეილ სააკაშვილია", - თქვა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press