„ადამიანები ციხეში არ უნდა გვეჯდეს იმის გამო, რაც უკვე რამდენიმე წელია ლეგალურია ამ ქვეყანაში", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება, კანაფის და მის პროდუქტებთან ურთიერთობის სამართლებრივ რეგულაციებს შეეხება.
„2018 წლიდან, საქართველოში, კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება, შეძენა-შენახვაზე. ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა.
ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. ამ კანონპროექტით ეს ქმედება ისევ რჩება ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფის გამო ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ არ იჯდება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press