ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კუჭავასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა.
„კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება,"- განაცხადა ხოშტარიამ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press