იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ექიმებისგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში. იუსტიციის მინისტრმა ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა სადეპუტატო შეკითხვა, რაზედაც უწყება ვალდებული იყო გაეცა ინფორმაცია.
რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედგება ფაფებისა და ნატურალური წვენებისგან, რაც შეადგებს საკვებ რაციონს და არ აქვს სამედიცინო დანიშნულება.
,,ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამოდენიმე კითხვა და მათ შორის, ერთი შეკითხვა შეეხებოდა დიახ, საკვებ პროდუქტებსაც. აქვე გეტყვით ჩვენს პასუხს და პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ უკვე ვუპასუხეთ პარლამენტს და ეს ინფორმაცია უკვე ისედაც საჯარო გახდება. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, სულ რაღაც 2 დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდეგ უკვე როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები სხვადასხვა სახის და ნატურალური წვენები. ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა. ეს არის სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები.ეს არის საკვები და არა სამედიცინო დანიშნულების ფაფები, რომელსაც ღებულობს პატიმარი ",-განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ამაგრებს მტკიცებულებები და ფაქტები. მისი თქმით, ეს ინფორმაცია უკვე გამოითხოვა პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრო ვალდებული იყო გაეცა იგი. იუსტიციის მინისტრმა არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებ აქვს თუ არა მიხეიოლ სააკაშვილს გაკეთებული კუჭის ოპერაცია.
,,რაც სეეხება რაიმე სახის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს ოპერაციას, ბუნებრივია, ეს არის მისი პერსონალური ინფორმაცია და ამ საკითხზე მე ვერ ვისაუბრებ",-განაცხადა მინისტრმა. იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მთელი ამდენი ხნის განმვალობაში ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მინისტრის თქმით, აქ არარ არის საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, რადგან ციხეში სხვა პატიმრებიც არიან და მათაც ჰყავთ ახლობლები და ოჯახის წევრები, რომლებიც განიცდიან თითოეულ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება პენიტენციურ დაწესებულებაზე.
,,აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ხალხი უნდა შეეშვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთი ტყულის მომსწრენი გავხდით, როგორ ავრცელებს ეს ხალხი ცრუ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებთან მიმართებაში და ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. აქ საუბარი აღარ არის უკვე პატიმარ სააკაშვილზე, არამედ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ამ დაწესებულებაში ასევე არიან სხვა პატიმრებიც და მათაც ჰყავთ ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები, რომლებიც განიცდიან ამ ცრუ ინფორმაციას",- განაცხადა რატი გრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა და არა ადვოკატებმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press