შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი, რომელიც რუსთავში გამართულ საპროტესტო აქციაზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც რუსთავის ციხესთან აქციის დროს შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს, რადგან აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ იდგა:
"შეიძლება ასეთ აქციებზე სასწრაფო არ იდგეს?? აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს , გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა. გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს უმძიმესი ამბავია. და უფრო უმძიმესია რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფ ადამიანებს იმდენად არ აღიარებს მთავრობა, რომ სამედიცინო დახმარებას არ უყენებს!
ადამიანი სხვის გადასარჩენად მოვიდა და თავად ვერ გადავარჩინეთ. ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან" წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press