ქვემო ქართლის პოლიციამ ფონიჭალასა და მარნეულში 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო 1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.
სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება.
რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს."- წერია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
ხაშურში, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ ...
თურქეთის მუღლას პროვინციაში, ქალაქ მარმარისში 5...
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
Mana press