Foto

ინდოეთში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ინდოეთის სამხრეთით, ქალაქ ჩენაიში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, ევაკუაციის საჭიროება ქალაქში არაკონტროლირებადი და უხარისხო მშენებლობების გამო მიიღეს. ადგილზე სამაშველო ძალებია მობილიზებული. 

ინდოეთის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მსგავსი სიძლიერის წვიმები ინდოეთის სამხრეთით 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა. ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, კლიმატურმა ცვლილებებმა და გლობალურმა დათბობამ რეგიონში ნალექის რაოდენობის გაზრდა და გახშირება გამოიწვია. მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, წვიმა რეგიონში კიდევ სულ მცირე 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.