Foto

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ეზიარა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა რუსთავის #12 საპატიმროში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.

მისი თქმით, სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, თქვა აღსარება და ეზიარა.

"მე ვიყავი საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. 

ეს არის პურის პატარა ნამცეცი, რომელიც არის გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით. მან ეს მიიღო. 

ეს ისტორიული დღეა - მასზე ხშირად ამბობენ: მოინანოის, შეინანონს. სინანული, ქრისტიანული ქმედებით, არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას. 

ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა.  ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია." - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.