დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე დღეს არის ისტორიული დღე, ახალქალაქის კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ციხეში მოინახულა.
როგორც მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხდა, მან მიხეილ სააკიაშვილი აზიარა.
მისი თქმით, ეს არის დიდი ღვაწლი, რომელიც სააკაშვილმა გასწია ქვეყნის თავისუფლებისათვის.
"მან მიიღო წმინდა ზიარება, მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ფიზიკურად ეს არის სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო.
ეს არის დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისათვის, ქვეყნის გაძლიერებისათვის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი, ნებაყოფლობით, ასეთნაირად, ასეთი დიდი ღვაწლი, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს, მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე მშრალი მარხვის შენახვა, აღსარება და ზიარება არის ჩემი აზრით ძალიან დიდი ღვაწლი, მე შემიძლია მხოლოდ ისტორიული მაგალითები დავასახელო" - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 39-ე დღეა შიმშლობს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press