Foto

ელენე ხოშტარია: საკითხი, რომლის გამოც ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-6 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, აცხადებს, რომ სანამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება, პროტესტს გააგრძელებს.

ხოშტარიას თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ზიზღის კამპანია არ წყდება, ნებისმიერი სხვა ადამიანისთვისაც იგივეს გააკეთებდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ოცნების დეპუტატების მხირდან ზიზღის კამპანია არ წყდება და მიმდინაროებს, მე ადამიანურად მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აქ მოდის. საკითხი, რომლის გამოც მე ვშიმშილობ, არის ყველანაირ პარტიულ თუ პიროვნულ დაპირისპირებაზე მაღლა, ზუსტად იგივეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და აბსოლუტურად ყველასთვის. მე მჯერა ღრმად და მტკიცედ კოალიციის და ჩემი პოლიტიკურად ენმ-სთან თანამშრომლობა, გამომდინარეობს სწორედ ნიკა მელიას და ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პოზიციით, რომ კოალიცია არის ერთადერთი გამოსავალი", - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტის შენობაში 6 დღის წინ დაიწყო. მისი თქმით, შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.