უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა იმედგაცრუებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანით და მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ სამედიცინო კლინიკაში.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანში, მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანით და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
მოვუწოდებ ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რომელსაც ექნება ყველა აუცილებელი შესაძლებლობა სამედიცინო და გადაუდებელი ზრუნვის აღმოჩენისთვის. დღეს ამის შესახებ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებას გადაეცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სამომავლო ყოფნა პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში შექმნის დამატებით რისკსა და დაძაბულობას, რომელიც, შესაძლოა, აცილებული იქნას ჰუმანიტარული მოსაზრებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტაციის განსაკუთრებულ კონტროლს".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press