ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას" სახელის საპარლამენტო დეპუტაციის სახელით ვითხოვ შეხვედრას მინიჭებულ საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრთან. - ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე იუსტიციის მინისტრისგან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს.
"მე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას" სახელის საპარლამენტო დეპუტაციის სახელით ვითხოვ შეხვედრას მინიჭებულ საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრთან, ჩემს კოლეგებთან ერთად, რათა მან განგვიმარტოს, რაზეც მხოლოდ ტელევიზიით საუბრობს. ახლა გამოუფენია ამდენი პოლიციელი დამჯდარა იქ და დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთან შეხვედრის დროს მოყვეს არგუმენტები რატომ ხდება ის რომ იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველანაირ მუხლებს. რატომ ხდება რომ იუსტიციის სამინსიტროს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ყოველგვარი კანონის და კონსტიტუციის დარღვევით მოეტაცებინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარი, რომლის მიმართ განხორციელებული იქნა მათ შორის წამების და არაადამინური მოპყრობის ფაქტები. თუ აქვს გამბედაობა და სამთავრობო არხებით არ შეუძლია საუბარი თუ შეუძლია იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი გამოვიდეს ან ჩვენ შევხვდებით შევალთ ჩვენ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მასთან შეხვედრას კანონით და კონსტიუციით გათვალისწინებულ უფლებას. " - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press