"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პროტესტის მიზანი სააკაშვილის და ხოშტარიას ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და არა პოლიციასთან შეტაკება.
მისი თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოდ არ იქნება გადაყვანილი იქმანდე პროტესტი არ შეჩერდება.
"პროტესტი გაგრძელდება მანამ სანამ მთავარი მიზანი და მიზეზი არ იქნება მიღწეული ყოველდღე დილიდან ღამემდე, ყოველდღე მანამ სანამ ეს რეჟიმი არ დაეცემა მანამ სანამ რეჟიმი არ აღიარებს რო მიტაცებულია. რაც სახელმწიფომ გუშინ იკადრა, მოიტაცეს მოტყუებით პატიმარი. არცერთი პატიმრის მიმართ ამ ყველაფერი გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. არათუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ რაც იკადრეს. ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ეს პროტესტი არ გაჩერდება იქამდე სანამ მისი ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. მიხეილ სააკაშვილი ჩასვეს იმ ციხეში სადაც უმძიმესი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და მიზანსცენაც დაუდგეს ადმინისტრაციის დავალებით, ნახეთ როგორ შეეგებნენ მიხეილ სააკაშვილის იქ დაგეგმილად. ვინმეს აქვს ილუზიაა რო ჩვენ გავჩერდებით? სანამ სააკაშვილი უსაფრთხოდ არ იქნება გადაყვანილი? ვერც ერთი პოლიციელი ამ ნებას ვერ შეაჩერებს. ჩვენს გულახდილ აღშფოთებას ვერც ერთი გომელაური, ღარიბაშვილი კობახიძე ვერ შეაჩერებს. მათ სურდათ ჩვენ ჩავეთრიეთ პროვოკაციებში ცეცხლს გაეთამაშნენ გუშინ, ჩვენს გულახდილ აღშფოთებას, გუშინ ხელისუფლება ცდილობდა ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავეყვანეთ. 2 საათით ადრე იკადრეს ის, რაც იკადრეს რომ ჩვენ მათ მიერ დაგებულ მახეში გავეხვეოდით. ჩვენი ინტერესი პოლიციასთან შეტაკება არ არის. ჩვენი მიზანი არის სააკაშვილის და ხოშტარიას ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ყოველდღიური ბრძოლით." - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა.
ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press