სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება დგას რისკის ქვეშ, ადვოკატებსაც კი გვიწყობენ საშინელ ობსტრუქციას. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მათი სურვილი არის კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილი მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.
"მიხეილ სააკაშვილი არ იღებს არანაირ პრეპარატებს, არანაირ მედიკამენტებს. ის მხოლოდ იღებს იმ აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰოლანდიელი ექიმის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. შესბამისად, ახლოვდება მდგომარეობა როდესაც ის გონებას დაკარგავს. სააკაშვილის სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა. აქ არის აბსოლიტურად ჯოჯოხეთური მდგომარეობა, უფრო მეტიც აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი, იმისთვის რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როცა სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება დგას რისკის ქვეშ. როდესაც ჩვენ შევედით ადვოკატებსაც კი გვიწყობენ საშინელ ობსტრუქციას . ეს არის მორალური ტერორი სააკაშვილის წინააღმეგ არ გამოვრიცხვ, რომ ისინი უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. მათი სურვილი არის კრიმინალის ხელით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება." - ამბობს ადვოკატი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press