მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. - ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, გლდანის მე-18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან კი ხელი ჰკრა.
"მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მესამე პრეზიდენტის მიერ. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ტანსაცმელი ბუნებრივია, აღარ გვაქვს. მისი პალატაში მოთავსების შემდეგ ძალოვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა იძულებით ანალიზების აღება, მას მიუახლოვდნენ შპრიცებითა და ნემსებით, რაზეც ბუნებრივია, უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან ხელი ჰკრა ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა და დღესაც მუშაობს, უბრალოდ, რაღაც პლასტმასის დეტალი მოტყდა. ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ილუზორული ძალაუფლების შეგრძნება, ჰგონია, რომ ათამაშებს კუნთებს, თუმცა ცეცხლს ეთამაშება“, - განაცხადა თუთბერიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press