გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში შედგა 10 კაციანი თათბირი, სადაც პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი სეიოზულად განიხილეს.
"გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებელი მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ასეთ მცდელობას შედეგი ვერ ექნება. მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სუს-მაც გაავრცელა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.
ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის- საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.
ჩვენი ინფორმაციით, რაც მოგვაწოდა გაუთქმევლობის პირობით, შედგა 10 კაციანი თათბირი, სადაც სერიოზულად განიხილეს ეს საკითხი.“, - განაცხადა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press