პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არარელევანტურ საკითხზე.
"ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.
ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუყვათ. ერთადერთი რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან. მეტს ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო", - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "რადიკალურ" ოპოზიციაში შედგა 10 კაციანი თათბირი, სადაც პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი განიხილეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press