Foto

ქუთაისის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის დირექტორს ცხოველების დაძინებაში ადანაშაულებენ

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის დირექტორს არჩილ ბეჟანიშვილს ცხოველების დაძინებაში ადანაშაულებენ.

როგორც მოქალაქე ნანა ხანანაშვილი, სოციალური ქსელში წერს, ავტოქარხანაში არანაირი ცოფი არ დაფიქსირებულა და ამ ინფორმაციას ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი მიზანმიმართულად ავრცელებს, რათა ათობით ძაღლი დააძინოს.

"ავტოქარხანაში არანაირი ცოფი არ დაფიქსირებულა, ამ ჭორების გავრცელება აწყობს მუნიციპალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ბეჟანეიშვილს, რომელიც გეგმავს უდანაშაულო ძაღლების გაყვანას და დახოცვას." - წერს მოქალაქე.

მისი თქმით, არჩილ ბეჟანიშვილი ზარებს არ პასუხობს და ცხოველთა დამცველებს თავშესაფარში არ უშვებს.

"ყველა ჯამრთელ ძაღლს უპირებენ ქალაქიდან გაყვანას და ევთანაზიას. არავის არ ინდობს, არ გიშვებს თავშესაფარში, არავის ზარებს არ პასუხობს. აქრობს ნელ-ნელა ყველა ძაღლს."- წერს ხანანაშვილი.