ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
დეგნანის თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა.
"ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, ის დიდი რისკის ქვეშ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სახალხო დამცველმა თქვა, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის საკმარისი.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში.
ჩვენ ასევე ვთხოვთ ბატონ სააკაშვილს, გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს მისთვის საჭირო მედიკამენტურ მკურნალობას. ცხადია, ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარებაა. მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მკაცრი რეკომენდაციაა ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს ის ფუნდამენტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება.
მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა". - განაცხადა კელი დეგნანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press