სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმიდინარე აქცია ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა, დავით მახარაძე და მურმან დუმბაძე.
პოლიციას არ განუმარტავს, რას უკავშირდებოდა მათი დაკავება.
"ნადირობა გამოაცხადეს სამოქალაქო აქტივისტებზე. იმის მაგივრად, რომ კრიმინალებს დასდევდნენ, დასდევენ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკული პოზიცია გააჩნიათ“, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press