საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება პენიტენციურმა სამსახურმა არ მისცა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ გლდამის N18 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციური სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას რაიმე ფორმით არც კი განიხილავს.
"პირველ საათზე არის სასამართლოში პროცესი. პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას არა თუ არ აპირებენ, პენიტენიცური სამსახური არც კი მსჯელობს, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს მიხეილ სააკაშვილი პროცესში მონაწილეობას", - თქვა ბასილაიამ.
ცნობისთვის, დღეს, 13:00 საათზე 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press