აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის აშკარად დადასტურება იმისა, რომ ეს არის არამარტო შერჩევითი სამართალი ან პოლიტიკური დევნა, არამედ პოლიტიკური, პერსონალური შურისძიება.- ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიისთვის უმძიმესი ჭრილობაა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი სააკაშვილთან მიმართებაში აკეთებს
„უმძიმესი ჭრილობა არის ჩვენი დემოკრატიული ტრადიციისთვისა და ჩვენი საზოგადოების მომავლისთვის ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს კერძოდ სააკაშვილთან მიმართებაში. ის კატასტროფული, უზნეო და ამაზრზენი საქციელი, მისი გლდანის ციხეში დემონსტრატიულად მიყვანა ამ პროტესტის ფონზე არის გამოვლინება. მე არ მეგულება ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, რომელიც არ იქნებოდა აღშფოთებული ამ დამოკიდებულებით ჩვენი მოქალაქეების, ყოფილი პრეზიდენტის, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის მიმართ, უბრალოდ ელემენტალური ღირსების თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ რეჟიმს საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნის დღეები შევუმციროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ყალბი მოლოდინი. ეს რეჟიმი ძალიან სახიფათოა და ახლა პირიქით ცდილობს ჩვენი ნებისყოფის გატეხვასა და უიმედობის დანერგვას. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რამდენი ხანიც დასჭირდება ამ რეჟიმის რყევისთვის საზოგაოდების ფართო შრის ჩართვისთვის ამ მოძრაობაში და შემდეგ საარჩევნო პროცესში, როცა მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, ამ პროცესისთვის უნდა ვიყოთ მზად. საერთაშორისო ასპარეზზე ის წნეხი გარდაუვლად გაღრმავდება. ტყუილად აქვს ივანიშვილის რეჟიმს ილუზია, რადგან პირველ ეტაპზე, საერთაშორისო ვითარების გამო ზოგადად და მის მიერვე საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის გამო არ იყო მკვეთრი რეაქცია, რომ არ დაუჯდება მძიმე ფასი საერთაშორისო ასპარეზზე. მე ამიტომ გავამახვილე „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებაზე ყურადღება, რომ იქ ჩემი აზრით, ყველაზე მკაფიოდაა მოცემული ის თუ რისი დემონსტრირება იყო სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა, ეს ამაზრზენი ჟესტი. სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციაც სწორედ ამაზეა. აქ საუბარი არის, რა თქმა უნდა“ ჯანმრთელობის საკითხზე დამოკიდებულებაზე, მაგრამ მეორე საკითხი არის პოლიტიკური, მე ვიტყოდი კიდევ უფრო მძიმე ჩემთვის, თუ რატომ მოიქცა ივანიშვილის რეჟიმი ასე, რატომ გადაიყვანა გლდანის ციხეში, რატომ ჩართო მათ მიერვე პოლიტიკურად აღზევებული კრიმინალი ამ უმსგავსო ქმედებაში. ამაზეა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება. აშკარად დადასტურება იმისა, რომ ეს არის არამარტო შერჩევითი სამართალი ან პოლიტიკური დევნა, არამედ პოლიტიკური, პერსონალური შურისძიება." - განაცხადა ბოკერიამ
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press