პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში მე-9 დღეა შიმშილობს, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მიმდინარე დაკავებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყოველჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელორუსის და რუსეთის რეჟიმთან, როდესაც უბრალოდ მშვიდად მდგომ ადამიანებს აკავებს.
"ისტერიული ხელისუფლება ყოველჯერზე უფრო და უფრო ახლოს მიდის ბელორუსის და რუსეთის რეჟიმთან, როდესაც უბრალოდ მშვიდად მდგომ ადამიანებს აკავებს. ეს არის ისტერიული ქცევა პოლიციისა და ხელისუფლების მხრიდან. წარმოუდგენელი დიდია სია ადამიანების, ვინც დღეს დააკავეს. ვერ დააკავებთ ყველა ადამიანს, ვინც არიან უმრავლესობაში და არ ეგუებიან არც სიცოცხლის უფლების გათელვას, არც თავსიფულების დაკარგვას, არც ძალადობას და არც უსამართლობას. ამიტომაც აუცილებლია გავაგრძელოთ ამ შემართებით."- განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციებზე ჯამში 46 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას შეეცადნენ, რაც შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს სცდებოდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press