თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, პროცესს არ ესწრება თავად ექსპრეზიდენტი.
პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და სკანდირებენ: "მიშა, მიშა", "ივანიშვილის მონებო".
ისინი ყოფილი პრეზიდეტნის თავისუფლებას ითხოვენ.
ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press