თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.
შეკემათება მოხდა საქმის პროკურორსა და დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას შორის, რომელიც სხდომას ბრალდებულის სტატუსით ესწრება.
პროკურორმა გიგი უგულავას მიმართა, რომ სასამართლოში ქცევის წესები დაიცვას და ნუ აყენებას შეურაცხყოფას სასამართლოს.
„მოქცევა არ იცით სასამართლოში, ნუ გვაყენებთ შეურაცხყოფას, სასამართლოს და პროკურორს რომ შნირი უწოდოთ, ეს არ არის წესი“, – მიმართა პროკურორმა გიგი უგულავას.
ამასთან, უგულავამ პროკურორს ქცევა დაუწუნა: „ხელებს ნუ გვიშლი, დაწყნარდი და ეგ თვალები შოთაძეს უბრიალე. მოსამართლეებს მე არ გიცნობთ, წესით უნდა ვიცნობდე ვინც მასამართლებდნენ“.
საქმის მოსამართლე სასამართლო სხდომის გაშუქების წესები კიდევ ერთხელ განმარტა. „გადაწყვეტილება ვთქვით და ასე იქნება“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ინფორმაცია სწრაფად გადაიცემა და გაუგებარია, რატომ არის მოსამართლე სხდომის გამჭვირვალედ გაშუქების წინააღმდეგი.
„საჯაროობა უზრუნველყოფილი არ არის, რაც თქვენი მოვალეობაა“, – მიმართა გიგი უგულავამ მოსამართლეს.
ამასთან, სხდომაზე კამათი მოხდა მიხეილ სააკაშვილის არყოფნის საკითხთან დაკავშირებით.
პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.
„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ასე ვერ გაგრძელდება სასამართლო სხდომა.
„ასე ხო არ გავაგრძელოთ, ეს პოლიტიკური მიტინგები არ არის, გაგაძევებთ, თუ ესე გააგრძელებთ“, – მიმართა მოსამართლემ გიგი უგულავას.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პროცესზე მედია საშუალებებს დასწრების უფლებას არ აძლეენ. პროცესს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ესწრება.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press