ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით. მე იმ გადმოსახედიდან ვსაუბრობ, როდესაც ეს პროგნოზები გაკეთდა. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაქტორი ამ შემთხვევაში არ არის და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ დიდი ხანია შედარებით სტაბილურია და სხვა ფაქტორებიც არსებობს, ვფიქრობთ, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. როდესაც განახლდება პროგნოზები, ამას მერე მოგახსენებთ."
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 12.8%-ია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press