Foto

მოსამართლემ გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევა

7 ნოემბრის საქმის პროცესზე ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. 

როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასთან და მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი რეაქციის შემდეგ გამოაძევეს.

„პოლიცია მოქმედებდა, როგორც სამწუხაროდ, ძაღლები, ძაღლობასავით და ამის გაგრძელება იყო სასამართლოში. ეს არის ჩვეულებრივი ტროიკა. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, „პირველმა არხმა“ აწიოს სიგნალი და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. ანუ სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. საჯაროობა უზრუნველყოფს სასამართლოს მიმართ მიუკერძოებელ დამოკიდებულობას. სასამართლომ გვითრა რომ ფეხზე ჰკიდია „პირველი არხის“ ჟურნალისტმა განუმარტა და უთხრა, რომ ამ მასალის ტარებას და შემდეგ გაშვებას უნდა დრო, შეუძლებელია, მაგრამ მოსამართლისთვის მთავარი არის პროკურორის მითითება. პროკურორმა ჯარჯიმ უთხრა - არა, ესე იგი, არა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მხარეს ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს. არსად დედამიწის ზურგზე არ ხდება, რუსეთი არ აკეთებს ამას, რომ სასამართლოზე მოსვლა როცა უნდა ადამიანს, პატიმარს უარი უთხრა გამოგონილი მიზეზების გამო." - განაცხადა გიგი უგულავამ.